სომხეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ერევანში პოლიციის შენობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული მძევლები პოლიციის თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების მძღოლია.
მანამდე შენობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს. ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები იარაღის ჩაბარებაზე და დანებებაზე უარს აცხადებენ. მძევლებს შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გენერალი ვარდან ეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვალერი ოსიპიანია.