თბილისის მერი, კახა კალაძე 13 ივნისის ღამეს გადაცემა „ნოესთან“ იხსენებს.
„ძალიან მძიმე იყო ის დღე, მე თანამონაწილე ვარ უშუალოდ ადგილზე ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა, იმ დროს, განსაკუთრებით სვანეთის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობა იყო... უძლური გახდა დედაქალაქი და ამ ქალაქის მოსახლეობა ტრაგედიის წინაშე, თუმცა ამ უბედურების მერე მეორე დღეს, მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო და რაც ძალიან მესიამოვნა, გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები. შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ადამიანების სიცხოცხლე გადაერჩინათ. ვუერთდები სამძიმარს და იმ დღეს დაღუპული ადამიანების ოჯახებს ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ... “- ამბობს კალაძე.