logo_geo
eng_logo
თამაზ ვასაძე: ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ - მომავალი პარლამენტარი კაცთმოყვარეა თუ ბოღმით აღსავსე?
- +

18 ივლისი. 2016. 15:42



ლიტერატორი თამაზ ვასაძე პარლამენტის არსზე საუბრობს და  აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტარი ფართო თვალსაწიერის ადამიანი იყოს, იცოდეს ისტორია, წარსული და ის, თუ რა სამყაროში ვართ დღეს და საით მივდივართ.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტარი ფართო თვალსაწიერის ადამიანი იყოს, იცოდეს ისტორია, წარსული - და არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცოდეს, რა სამყაროში ვართ დღეს და საით მიდის ეს სამყარო, რა ტენდენციებია. ამაზე მას ძალიან მკაფიო და გააზრებული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ თავის პროფესიაში კომპეტენტური უნდა იყოს. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რამდენად ჰუმანური ადამიანია პარლამენტარი. შეიძლება, ეს გადამწყვეტიც კი იყოს. ამაში ყოველთვის შეიძლება შევცდეთ, რადგან არ არის ადვილი დასადგენი, მაგრამ ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ - მომავალი პარლამენტარი კაცთმოყვარეა თუ ბოღმით აღსავსე? სძულს ადამიანები თუ უყვარს? ჰუმანურობის კრიტერიუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივაც უნდა დავაკვირდეთ ხოლმე ჩვენს პოლიტიკოსებს", - ამბობს თამაზ ვასაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner