თბილისი მერი, კახა კალაძე გადაცემაში „ნოესთან“ თავის ბავშვობას იხსნებეს.
„დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში, არაფერი განსაკუთრებული დედა დიასახლისი იყო, ძალიან კარგად ვსწავლობდი და ამ ყველაფერში დიდი როლი დედაჩემს მიუძღვის, მაშინ არ იყო იმის შესაძლებლობები, რომ ცალკე პედაგოგოები აგეყვანა ამიტომ, ეს საკითხი დედაჩემმა თავის თავზე აიღო. სკოლიდან მოვდიოდი ვჭამდი და შემდეგ მეცადინეობას ვიწყებდი. განსაკუთრებულად მიყვარდა ისტორია და მათემატიკა. პარალელურად მიტაცებდა სპორტი, ფეხბურთი ჩემთვის იყო ყველაფერი მასზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. საბჭოთა კავშირის დროს, მამაჩემი ფეხბურთს თამაშობდა, სამტრედიის „ლოკომოტივში“ და როდესაც კარიერას თავი დაანება გუნდში იყო ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე და ძალიან ხშირად მიწევდა გუნდის ვარჯიშებზე დასწრება. ვფიქრობ, ამან ჩამისახა ფეხბურთისადმი სიყვარული. დედას უნდოდა რომ მოცეკვავე გამოვსულიყავი, მაგრამ მე-არა. მამას ძალიან უნდოდა რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ამიტომ დავიწყე ვარჯიშებზე სიარული სამტრედიის გუნდში.“ - ამბობს თბილისის მერი.