კითხვაზე, თუ როგორ ხედავს მომავლის თბილისს, კახა კალაძემ ასე უპასუხა:
„მომავლის თბილისი მინდა იყოს დედაქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ეცხოვრება კომფორტულად: ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცებულს. ყველასთვის უნდა იყოს კომფორტული. ქალაქი, სადაც გამართულია ინფრასტრუქტურა, სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე, მწვანე ზონები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როდესაც ვსაუბრობ კომფორტზე, ეს ყველაფერს მოიცავს და ძალიან დიდი ჟინი და სურვილი მაქვს ასეთი ქალაქი შევქმნათ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.