„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს მართლა დავამახსოვრდე როგორც კარგი და მზრუნველი მერი,“ - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
„როდესაც ამირჩიეს, 2017 წელს, მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები იყო, რომ როდესაც დავამთავრებ ჩემს საქმიანობას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ ქალაქის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თქვას, რომ კახა კარგი მერი იყო. გულწრფელად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს მართლა დავამახსოვრდე როგორც კარგი და მზრუნველი მერი“, - განაცხადა კალაძემ.