logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არანაირი ცვლილებები არ იგეგმება
- +

5 მარტი. 2016. 12:29



ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი.



არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი ცვლილებები არ ხდება დღეს. ამაზე აქტიურად ლაპარაკობთ თქვენ და არა სხვა ვინმე. ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები არ მოხდება, არ იგეგმება, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის არის. თუმცა, დღეს ეს ისეთი თემა არ არის, რომელიც ყოველთვის უნდა ვატრიალოთ, როცა მსგავსი არაფერი ხდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner