logo_geo
eng_logo
ქეთა თოფურია: ბათუმი ძალიან შეცვლილი და გალამაზებულია
- +

18 ივლისი. 2016. 15:43



13 ივლისს ბათუმში, Check in Georgia-ს ფარგლებში, ჯგუფ „ა-სტუდიოს" კონცერტი გაიმართა. ზაფხულის გეგმებზე ჯგუფის სოლისტმა ქეთა თოფურიამ  „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.



„ბათუმში ერთი დღით ჩამოვედი „ა-სტუდიოსთან" ერთად კონცერტის ჩასატარებლად, ქმარ-შვილის გარეშე.

 

4 წელია ბათუმში არ ვყოფილვარ, ძალიან შეცვლილი და გალამაზებულია. ბევრი რამ აუშენებიათ.

 

ივლისში ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ თბილისის ფილარმონიაში გვქონდა კონცერტი, ახლა - ბათუმში. დასვენებაზე ფიქრს აგვისტოდან დავიწყებ. ზაფხულის გატარებას საქართველოში არ ვაპირებ.

 

როცა კონცერტები არ მაქვს, მთელ დროს ოლივიასთან ვატარებ. როცა შინ არ ვარ, ოლივიას დედასთან ვტოვებ, მასთან ერთად არიან ძიძებიც", - ამბობს ქეთა თოფურია. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner