logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ირაკლი, შენ ეს უნდა შეძლო!
- +

14 ივნისი. 2021. 11:02

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისფლებებს შორის მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესია სწორე იმიტომ, რომ მასში ერთიანი კავკასიისა და ამ ერთიან სივრცეში საქართველოს ისტორიული როლის დაბრუნების კონტურები იკვეთება“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ჟურნალისტი წერს.

 

„დრო, დრო აღნიშნეთ და კარგად დაიმახსოვრეთ 2021 წლის 12 ივნისი, რადგან ეს დღე, შესაძლოა, საქართველოს მომავლისათვის გარდამტეხი აღმოჩნდეს!

 

2021 წლის 12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბაქომ ერევანს ყარაბაღის უკანასკნელი ომის დროს ტყვედ აყვანილი 15 მოქალაქე დაუბრუნა, ხოლო ერევანმა ბაქოს მთიანი ყარაბაღის, კერძოდ, აღდამის რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისფლებებს შორის მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესია სწორე იმიტომ, რომ მასში ერთიანი კავკასიისა და ამ ერთიან სივრცეში საქართველოს ისტორიული როლის დაბრუნების კონტურები იკვეთება.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე მეორედ მოსულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც იტყვიან, კანით უნდა იგრძნოს, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს უჩენს უნიკალურ შანსს, კვლავ იქცეს ამიერკავკასიის ლიდერ სახელმწიფოდ და მიუახლოვდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანუკვარ მიზანს!

 

ისტორია ასეთ შანსს იშვიათად იძლევა და ღარიბაშვილმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს!

 

ირაკლი, შენ ეს უნდა შეძლო!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner