logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალ ეტაპს გავხსნით - NATO-ს უფრო ძლიერს გავხდით
- +

14 ივნისი. 2021. 11:35

 

 

„დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალ ეტაპს გავხსნით“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლგტენბერგმა.

 

„NATO-ს ლიდერები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. ამ საკითხებს შორის რუსეთი იქნება. რუსეთის აგრესიული ქმედებერბის გამო, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ ჩვენს ორმაგ მიდგომას, რომელიც ძლიერ თავდაცვასა და დიალოგს მოიცავს. ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩინეთის საკითხს. ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, მისი მზარდი გავლენა და იძულება ასევე წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ამ პირობების გათვალისწინებით, NATO-ს ლიდერები მასშტაბურ დღის წესრიგს შეათანხმებენ. საუბარია ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე. ის გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს მივიღებთ, ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერი მესიჯი იქნება. NATO-ს უფრო ძლიერს გავხდით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner