„საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიაში თავისი განსაკუთრებული ფუნქცია დაიბრუნოს და ღარიბაშვილის მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს“, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებთ აშკარა გააქტიურებას ვხედავთ და ეს მისასალმებელია. გამოიკვეთა, რომ საქართველოს მთავრობას შესწევს უნარი, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტში მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ფუნქცია შეასრულოს.
ერთი სიტყვით, საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიაში თავისი განსაკუთრებული ფუნქცია დაიბრუნოს და ღარიბაშვილის მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.