logo_geo
eng_logo
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
- +

14 ივნისი. 2021. 11:39

 

 

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის მეოთხე მონაკვეთზე საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით შემცირდება.

ახალი დამაკავშირებელი გზა ასევე გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner