logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ღარიბაშვილს, მის წინამორბედთან შედარებით, სამშობლოს განცდა და პატრიოტული მოტივაცია გამძაფრებული აქვს
- +

14 ივნისი. 2021. 11:53

 

 

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს არა მხოლოდ ესმის, არამედ შეგრძნების დონზე აქვს გათავისებული, რომ საქართველო კავკასიის ლიდერი სახელმწიფო უნდა გახდეს“, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„აშკარაა, რომ ღარიბაშვილს, მის წინამორბედ პრემიერ-მინისტრთან შედარებით, სამშობლოს განცდა და პატრიოტული მოტივაცია გამძაფრებული აქვს.

 

ვფიქრობ, მას არა მხოლოდ ესმის, არამედ შეგრძნების დონზე აქვს გათავისებული, რომ საქართველო კავკასიის ლიდერი სახელმწიფო უნდა გახდეს.

 

შეიძლება, მავანმა თქვას, ღარიბაშვილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობა წარმატებით იმიტომ გამოუვიდა, რომ ამაში დასავლელი პარტნიორები იყვნენ ჩართულიო, მაგრამ სახელმწიფო ლიდერის გონიერება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ შექმნილ ვითარებას ალღო აუღოს და საკუთარი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner