logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
- +

14 ივნისი. 2021. 12:06

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

 

„აშშ ურყევად უჭერს მხარს ისრაელის უსაფრთხოებას. ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა ისრაელის მოსახლეობისთვის, პალესტინელებისა და ყველა ხალხისთვის მთელ რეგიონში“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

 

13 ივნისს ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტი გახდა. მან პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner