„შანსი გვეძლევა, კავკასიაში ისევ გავძლიერდეთ დაეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ!“ - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბაქოსა და ერევანს ურჩევნიათ, მედიატორად ჰყავდეთ თბილისი და არა - მოსკოვი, ანკარა, ბრიუსელი და ვაშინგტონი, რომლებიც მათ თანასწორი პარტნიორის პოზიციიდან არ დაელაპარაკებიან.
დიახ, საქართველოს შუამავლობის პირობებში სომხეთიცა და აზერბაიჯანიც უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, რადგან არ ექნებათ განცდა, რომ მათი სახელმწიფოებრივი ღირსება და თავმოყვარეობა ილახება.
ერთი სიტყვით, შანსი გვეძლევა, კავკასიაში ისევ გავძლიერდეთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ!“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.