logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: ჩემი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა გაცილებით ნაყოფიერი იქნება
- +

18 ივლისი. 2016. 16:02



გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" რიგებში გადაინაცვლა. „კვირის პალიტრასთან" საუბრისას აგულაშვილმა განაცხადა, რომ მისი მუშაობა „ქართულ ოცნებაში" უფრო ნაყოფიერი იქნება.



„გადაწყვეტილება პრემიერისა და იმ პირებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ანგარიშს ვუწევ. ეს არ იყო ცალსახა, დაუფიქრებელი და მყისიერი პროცესი. ბუნებრივია, საბოლოოდ ყველა არგუმენტი და კონტრარგუმენტი შევაჯერე და ნაბიჯიც ამის შემდეგ გადავდგი.

 

ასეთ გადაწყვეტილებას ყოველთვის ახლავს მოულოდნელობის ეფექტი. ადამიანებს არ სურთ დაუშვან, რომ რადიკალურ ცვლილებებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და ვინმე გადადგამს მას.

 

საჯაროდ ამ გადაწყვეტილების პრეისტორიაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ იგი ნამდვილად არ იყო მოულოდნელი.

 

„ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ ვიქნები და არც მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს.

 

როგორი ბანალურიც არ უნდა ჩანდეს ეს წინადადება, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში" გაცილებით ნაყოფიერი და პირნათელი შემიძლია ვიყო ერისა და ბერის წინაშე", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner