logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: უწიგნურობას წიგნის კითხვა შველის!
- +

14 ივნისი. 2021. 13:24

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბევრი ქილიკი წავიკითხე კომენტარების სახით საქართველოს შუამავლობით განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ, „ჩვენ რაო“, კითხულობენ.

 

შარშან, როცა ომი მძვინვარებდა, იდეებს გამოთქვამდა ხალხი, თბილისმა უნდა შესთავაზოს შუამავლობაო, ზოგი მაშინაც ქილიკობდა, ჩვენ რისი რესურსი გვაქვსო და ა.შ. ყველაზე მსუბუქ კომენტარებს ვიხსენებ.

 

ახლა, როცა პრემიერმა რეგიონული ტურნე განახორციელა და აშშ-ს, ევროკავშირის, კერძოდ სახელმწიფო მდივნის რეგიონში ჩამოსვლის მიუხედავად, ვერ დაინახო, რომ საქართველოს პრემიერის ჩართვის აუცილებლობა გამოიხატა და ეს ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა, ან პოლიტიკაში ვერ უნდა ერკვეოდე, მაშინ სხვას უნდა დაუჯერო, ან...

 

სხვათაშორის, ამ ნიუანსზე არ გამისვია ხაზი აქამდე, მხოლოდ დღეს ვესაუბრე „იმედის“ ჟურნალისტს, რომ რეგიონში თურქეთს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც აკავშირებს ინიციატივა „ერთი ნაცია, ორი სახელმწიფო“, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას, „რეგიონული თანამშრომლობის გასაღები“ საქართველოს უწოდა.

 

ზოგი ქილიკობს, საკუთარ ხალხს მიხედეთო, აფხაზეთის და ცხინვალის დასაბრუნებლად გაისარჯეთო და ა.შ. ამ ხალხისთვის ასახსნელად არაფერს დავწერ. უწიგნურობას წიგნის კითხვა შველის“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner