„ასავლ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლება ემოციურად და პოლიტიკურად 1124 წლის აგვისტოში დავით აღმაშენებლის მიერ სომხეთის შემოერთებას უტოლდება, როცა მიზგითად ქცეული ანისის ტაძარი ქართველთა ხელმწიფემ ისევ ეკლესიად აქცია და მის აღმშენებელ ბერძენ დედოფალ კატრონიკეს საფლავში ჩასძახა: გიხაროდეს შენ, დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა ტაძარი ესე უშჯულოთა ხელთაგან!
ამ ფაქტს სომხებთან ურთიერთობაში აწი როგორ განვავითარებთ და გამოვიყენებთ, ბევრ რამეზეა დამოკიდებული!!!“ - წერს დიტო ჩუბინიძე.