logo_geo
eng_logo
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
- +

18 ივლისი. 2016. 16:11



აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. დახურულ კენჭისყრაში დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან მონაწილეობა 19 დეპუტატმა მიიღო.


აჭარის მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა, მათ შორის იყო 5 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან", 1 „კონსერვატორებიდან", 1 „მრეწველებიდან", 1 დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, 1 „თავისუფალი დემკრატებიდან", 1 „ევროვნული ფორუმიდან" და 2 დამოუკიდებელი დეპუტატი.


მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო „ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატი. 1 დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მინისტრობის ოთხი კანდიდატიდან კანონმდებლებს ორი ახალი სახე წარუდგინა, ხოლო 2012 წელს არჩეულ ორ მინისტრს ახალ კაბინეტში შესვლის შესაძლებლობა მისცა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner