ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პარტია „საქართველოსთვის“ წევრ კახა ქემოკლიძეზე და „ლელოს“ წევრ ლევან სამუშიაზე წერს:
„უკაცრავად, ესენი ვინ არიან?!
ვინ არიან-მეთქი, ყოველდღე რომ გამოჰყავთ ტელევიზორში და აჩხუბებენ ქართველი ხალხის სახელით?!
ქართველ ხალხს ეს უნდაო, ქართველ ხალხს ის უნდაო... ქართველი ხალხი ამას ფიქრობს, ქართველი ხალხი იმას ფიქრობსო... ქართველ ხალხს ასეთი აზრი აქვს, ქართველ ხალხს ისეთი აზრი აქვსო.
ამათ რა იციან, ქართველ ხალხს რა უნდა და რას ფიქრობს? ერთ დროს ორივენი იქ იყვნენ, ზემოთ, ქანდარაზე. მერე? არაფერი, ჩემი ფეხები!
ოოო... ქართველ ხალხსაო? საქართველოს მოსახლეობასაო? ქართულ საზოგადოებასაო? ოოო... სანამ ,,ქართული ოცნება" არსებობს, არაფერი ეშველებაო. ჩვენ ვუშველით ამ ქვეყანასო, სხვა ვერავინო. იცით, რა არის საჭიროო? პროფესიონალიზმი და გამოცდილებაო, რაც ჩვენ არ გვაკლიაო?!
ჩხუბობენ ჩემი სახელით!
ჩხუბობენ თქვენი სახელით!
ჩხუბობენ მთელი ქვეყნის სახელით!
გლეხების სახელით!
მუშების სახელით!
ინტელიგენციის სახელით!
იჭაჭებიან!
ნაკერავზე იფხრიწებიან!
რა უნდათ, ვერ გაიგებ... უფრო სწორედ, ძალაუფლება უნდათ, მაგრამ რატომ უნდათ, რა დამსახურებისთვის უნდათ, ვერ გაიგებ!
ერთი ირაკლი ალასანიას ბაძავს, მეორე - გიორგი გახარიას. თუმცა ესენი უფრო აწყვეტილი გიჟები არიან.
მოკლედ... ამათი გვარ-სახელები კი ცნობილია (უბრალოდ ახლა ვერ ვიხსენებ), მაგრამ მაინც ვინ არიან, ვერ გავიგე.
ის მაინც ამიხსენით, ჩემი და თქვენი სახელით ერთმანეთს ეგრე რატომ ეღრიჯებიან?!
ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლება, ჩვენი სახელით ცოტა მშვიდად იყბედონ?!
ჰა? არა? ეს შეუძლებელია? როლები აქვთ ასეთი? კაი, მაშინ იყბედონ, გაიჭაჭონ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.