logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მთელი რეიტინგები ყაყან-შოუებზე გაქვთ აგებული და არა ინტელექტზე და ჯანსაღ დებატებზე
- +

14 ივნისი. 2021. 15:55

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ოპოზიციას 3 წელია ვეუბნები, გაიაზრეთ წარსული, განახლდით, გაუწიეთ ხელისუფლებას ჯანსაღი კონკურენცია, თორემ მარგინალიზაციის გზაზე ხართ-მეთქი. არ შეისმინეს, გამარგინალდნენ.

 

ბევრჯერ მაქვს დაწერილი და ეთერებშიც ნათქვამი, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად ტონუსში ამყოფებს მას.

 

2024-სთვის მქონდა სურვილი, სერიოზული ცვლილებები მეხილა ოპოზიციურ ფლანგზე. რეალობა და ტენდენციები არასახარბიელოა.

 

მეორე მიმართულება მედია იყო. ზოგადად არაა მიღებული მედიის გადამტერება, თუმცა, არ ვარ პოლიტიკაში, არც იგეგმება. ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას.

 

ბევრი მათგანია განაწყენებული. მათი პრობლემაა. აბა, მე მკითხონ, რას ვფიქრობ, როცა ვუცქერი, როგორ წამლავენ ხალხს წლების განმავლობაში.

 

გუშინ ერთ-ერთმა საინფორმაციომ,  აქ რომ ვერაფერი ამოქექა, ტეხასში 1 მოკლეს და 9 დაჭრესო. ხომ მაგრად გაინტერესებდათ? კოლუმბიაშიც მოკლეს, გვატემალაშიც, ნაურუშიც, ბარბადოსშიც ზოგი მოკლეს, ზოგი დაჭრეს, გაიტაცეს, გააუპატიურეს... რატომ არ გვაწვდით ინფორმაციებს?! გვაინტერესებს მკვლელობები, კრიმინალური ქრონიკა. არ გამოტოვოთ. აქ თუ ვერ იპოვით, დახედეთ გლობუსს, ბევრი ქვეყანაა. ალბათ არ იცით, რომ მსოფლიოში, ყოველ დღე, სტიქიური უბედურებებიც ხდება. მოგაწვდით წყაროებს.

 

ჩვენთან „ჟურნალისტური სოლიდარობა“ მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუ რომელიმე ოპოჟურნალისტს სადმე, მისივე პროვოკაციის გამო, ნერვები შეუტოკეს.

 

თქვენი დამკვეთების, მეპატრონეების წინააღმდეგ გაერთიანდით და გამოიჩინეთ სოლიდარობაც, ჟურნალისტობაც, გააპროტესტეთ, მოითხოვეთ საკუთარი უფლებების დაცვა, 70-80% თავისუფლება მაინც მოგცენ.

 

მთელი რეიტინგები ყაყან-შოუებზე გაქვთ აგებული და არა ინტელექტზე და ჯანსაღ დებატებზე. საგულდაგულოდ არჩევთ სტუმრებს. იცით, ვინ ატეხავს ყაყანს...

 

ეს პოსტი მედიის მისამართით ბოლოა. კრიტიკა უარეს შედეგს იძლევა და არ მინდა, ოპოზიციასავით დაგემართოთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner