იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ინფორმაციით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი იქნება.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ლილუაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა უკვე დატოვა, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ თბილისის მერიაში.
„გიორგი ლილუაშვილის საპარლამენტო აქტივობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ის რამდენიმე დღეა შვებულებაშია. დანარჩენ საკითხებზე კონსულტაციების ვადა კი ჯერ არ ამოწურულა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.