„საქართველოში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეობა უდრის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების ნებსითი თუ უნებლიე ხელშეწყობას, მყარად დასაბუთებული პროექტებით ჰესების მშენებლობის მხარდაჭერა კი არ უდრის ქვეყნის ღალატს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„Facebook-ში ვიწრო „ბაბლში“ ნამდვილად არ ვარ „ჩაკეტილი“ და ვხედავ ვარლამ გოლეთიანის და ჰესების მოწინააღმდეგეთა გაშმაგებულ ლანძღვას, კონსპიროლოგები კი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება დენს მიზანმიმართულად თიშავს ანტიჰესელების დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, რეალობა ისაა, რომ დღევანდელი „ჩაბნელებაც“ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეობა უდრის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების ნებსითი თუ უნებლიე ხელშეწყობას, მყარად დასაბუთებული პროექტებით ჰესების მშენებლობის მხარდაჭერა კი არ უდრის ქვეყნის ღალატს“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუქში.