ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი თურქეთში სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღების შესახებ დისკუსიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროსაბჭოს არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, სიკვდილით დასჯა შემოიღოს.
„თურქეთმა ევროპის საბჭოს ორი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმად, სიკვდილით დასჯა აკრძალულია", - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.