ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხის მნიშვნელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გაკეთებული მკაფიო განცხადებები სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ დავინახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა.
„ახლა შეიძლება, არც ისე „პოპულარული“ რამ დავწერო, მაგრამ მომიტევეთ ადამიანს, რომელსაც სურს ენერგოდამოუკიდებლობა და ამ სურვილს არანაირად არ აერთიანებს ნინოწმინდის პანსიონში აგრესიული ლიბერალების მიერ განხორციელებულ დარბევასთან (სხვათა შორის დარბევის მასშტაბი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილიც აღშფოთდა - ნუ უთვალთვალებთ ბავშვებს კედლებიდან. აკეთეთ ეთიკური ჟურნალისტიკა).
პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ორი პრობლემის წარმოჩენა რაღაც ეროვნულ-პატრიოტულ ჭრილში, სრული აბსურდი და სპეკულაციაა. პირდაპირ ვიტყვი - ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა უმთავრესია. გამახსენდა ფრაგმენტი ჩემი სტატიიდან, გაზეთ „გულანში“, რომელიც 90-იან წლებში გამოდიოდა:
- ომს იგებს ის, ვისაც ნავთობი აქვს, ამბობდა სტალინი. დიახ, ნავთობი ენერგიაა და ომს იგებს ის, ვისაც ენერგო-დამოუკიდებლობა აქვს. დღეს ჩვენ ომში ვართ. იმედი მაქვს, რომ ამის შეხსენება საჭირო არ არის და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გაკეთებული მკაფიო განცხადებები სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ დავინახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა.
აი, თუ არ „გვინდა დავინახოთ“, ეს უკვე სხვა თემაა და დღეს მსგავსი აღტაცებული ლოზუნგებით არავინ „აღშფოთდება“. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ნინო ლომჯარიას აგრესიული საქმიანობა ყოველგვარი ქართულისა და ჯანსაღი ცხოვრების წინააღმდეგ ზუსტად ჰგავს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას. არ ჩამითვალოთ ლოზუნგად, მაგრამ დამერწმუნეთ - ჩვენ გვექნება ჩვენი ენერგომატარებლები და გვეყოლებიან ლიბერასტებისგან თავისუფალი ბავშვები“, - წერს გია გაბრიჭიძე.