გამოცემა „The Independent"-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, თურქეთის არადემოკრატიულმა ქმედებებმა შესაძლოა, იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გარიცხონ.
ასევე ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სიკვდილით დასჯას დაუშვებენ, ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან.
ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთის არჩეული ხელისუფლების მხარეს დგას.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი პატივისცემა და კანონის უზენაესობა.
„ჩვენ რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ დამნაშავეთა დასჯას და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც გადატრიალების მოწყობას გეგმავდა, მაგრამ ასევე, ვფრთხილობთ, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებს არ გასცდეს", - განაცხადა კერიმ.