logo_geo
eng_logo
ალმათიში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დააკავეს
- +

18 ივლისი. 2016. 17:12



ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ალმათიში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დააკავეს.  

ალმათის პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული პირების თავდასხმას  ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი პოლიციელია.

ხელისუფლებამ ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ორმხრივი ცეცხლის შემდეგ  დააკავეს, მეორეზე კი ძებნა გამოცხადდა. შეიარაღებული პირების მოქმედების მოტივი ჯერ უცნობია. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქში ვითარება სტაბილურია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner