„რა ხართ ასეთი დედააფეთქებულები ეს ნაცხლისტობა?!
ე.ი. ვინ აღარ უხდის მადლობას ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ყურსაც არ იპარტყუნებენ ეს მართლა საქართველოს მტრები - „მთავარი“, „ფორმულა“, „ტვ-პირველის“ ჟურნალისტმა საერთოდ სხვა რამე ჰკითხა...“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
„არადა, ეს სრულიად სხვა სიმაღლის საფეხურია, როდესაც საქართველო გამოდის მომრიგებლად, მედიატორად...
იმდენად ბოროტები არიან ნაცხლისტები, რომ ქვეყნის უდიდესი წარმატებაც კი გულზე ხეთქავთ!..
ამ დროს, მადლობები მადლობებზე მოგვდის!
აშშ საელჩოსგან, აზერბაიჯანის მთავრობისგან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან და ა.შ... მსოფლიო მასშტაბის სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან...
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი;
მადლობელი ვართ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა რეგიონის მოსახლეობის დასაახლოებლად მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს“, - წერს გიორგობიანი.