logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადრე ამბობდნენ გაყალბდაო, ახლა "ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდაო" - რას ნიშნავს ეს ზღვარი, სად გადის?
- +

15 ივნისი. 2021. 02:52

 

 

„ამიხსენით, ოპოზიციურმა პარტიებმა რომ ამოიჩემეს "არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდაო", რას ნიშნავს ეს? ამას თუთიყუშებივით უკვე დიდი ხანია იმეორებენ, თან თითქმის ყოველდღე...“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„ადრე ამბობდნენ გაყალბდაო, ეხლა "ლეგიტიმურობის ზღვარზეო". რას ნიშნავს ეს ზღვარი, სად გადის?

"გრინვიჩის ნულოვან მერედიანზე" ორჯერ ვარ ნამყოფი. იმ ცნობილი გრინვიჩის ობსერვარვატორიის ეზოში ხაზია გავლებული. ხოდა, ერთ ნაბიჯს თუ გადადგავ გვერდზე, დასავლეთ ნახევარსფეროში ხარ, უკან თუ გადმოდგავ - აღმოსავლეთში ხარ, მაგრამ ამით პრინციპულად არაფერი იცვლება, ხალხი მიდის მანდ და სურათებს იღებს. უბრალოდ ზღვარია დედამიწის ორი ნახევრის.

ხოდა, როცა ოპოზიცია ვერ ამტკიცებს არჩევნების გაყალბებას, გამოდის რომ ეს ზღვარი არ არსებობს, გრინვიჩის მერედიანივით ხაზი არსად არის გავლებული“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner