NATO-ს მიერ მიღებული კომუნიკეს საქართველოს შესახებ, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მინდა ვკითხო ოპოზიციონერ "პოლიტიკოსებს" პარლამენტში შესვლის მიუხედავად, სულით რომ შალიკოს ფანჩატურში დარჩნენ, მათ ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტებსაც, ორი დღე რომ წკავწკავებენ, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა, ნატოს დაშორდა და ა.შ. ამაზე მეტი და უკეთესი შექმნილ სიტუაციაში, რა უნდა ეთქვა NATO-ს ჩვენზე?!“, -წერს ანალიტიკოსი.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რომლის განუყოფელი ნაწილი წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება“, - ნათქვამია ნატოს სამიტის დეკლარაციაში.
ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.