„გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ჟურნალისტებს მოუწოდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების თვალთვალი და მათი კითხვებით შეწუხება შეწყვიტონ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„წლებია არაერთხელ დაისვა შეკითხვა - ამდენი მავნებლობოს გამო, არ რცხვენიათ ნაცმედიის უნამუსო ჟურნალისტებს? პასუხია - არა!
შეკითხვა - ოდესმე შერცხვებათ საკუთარი ბიოგრაფიის, დესტრუქციული სექტის მარიონეტები რომ იყვნენ?
პასუხია - იმედია, როცა მეტ, ელემენტარულ განათლებას მიიღებენ...“, - აღნიშნავს აბაშიძე.