logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული
- +

15 ივნისი. 2021. 11:07

 

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„პირველი იყო თუ არ ვცდები მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე იყო დაგეგმილი არასწორად ოპერაცია, რომ მოუწიათ გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგი იყო „ბასიანი“, და იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პანკისი იყო აბსოლუტურად მძიმე, ბასიანზე, ასევე, უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა. შემდეგ იყო პანკისი, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე, ეს იყო ძალიან მძიმე. მთლიანობაში რომ გავიხსენოთ ყველაფერი, რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ და შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომელიც ყველა უკავშირდებოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო შეცდომები და არასწორი მენეჯმენტის შედეგი. ეს ან იყო უხეში შეცდომები და მენეჯმენტი ან ეს იყო გარკვეული გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს შეიძლება თეორიულად იყოს სისხლის სამართლის დანაშაული ან პოლიტიკური დანაშაული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან კიდევ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც ასევე ლოგიკურად შეგვიძლია დავაკავშიროთ, 17-18 თებერვალს.

 

„ეს იყო 2019 წლის ნოემბერი თუ დეკემბერი, როდესაც ოპოზიციამ ალყა შემოარტყა პარლამენტს და აპირებდა არ დაეშვა პარლამენტის სესიების გამართვა, პარლამენტის სრული ბლოკირება იგეგმებოდა. მახსოვს მაშინ, ზუსტად ისეთივე დისკუსია გაიმართა, როგორც გაიმართა მაშინ 17-18 თებერვალს, ანუ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქაც კანონის აღსრულება და კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირება, ელემენტარულ საკითხზე იყო დავა მეტზე არაფერზე. გახარიას პოზიცია იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ალყა არ უნდა გახსნილიყო და პარლამენტს უნდა შეეჩერებინა მუშაობა, თუნდაც თვეების განმავლობაში, რაც იყო წარმოუდგენელი ჩვენთვის. ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი, თუმცა ჩვენ გადავლახეთ ეს პოზიცია და საბოლოოდ ჯამში პარლამენტმა განაახლა, ფუნქციონირება. ეს რომ არ მომხდარიყო, მაშინ განხორციელდებოდა ის სცენარი, რაც იყო უკვე მერე, 18 თებერვალს. მაშინ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი, იმიტომ, რომ თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, წყლის ჭავლით მარტივად ჩატარდა ოპერაცია. თუ მანამდე გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მიზეზების გამო, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს, ყველა ოპერაცია ტარდება აბსოლუტურად ისე, რომ თმის ღერი არავის არ ვარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო: მთავარი არხი

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner