„სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ერდოღანს გადატრიალება, თურმე, პუტინმა მოუწყო, არის გონებაშეზღუდული და ბრიყვი კაცის ნალაყბევი და სხვა არაფერი..." - ამბობს „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. მისი თქმით, პუტინს არ აქვს იმის ძალა, რომ უძლიერესი არმიისა და სპეცსამსახურების პატრონ NATO-ს წევრ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყოს.
„ძალიან მრცხვენია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს 9 წელი თავზე აჯდა და ძალიან მიკვირს, რა ნიშნით აირჩიეს ეს ადამიანი დასავლეთში ჩვენს დირექტორად?! სამეურნეო საქმიანობისა არაფერი გაეგება, კაცობაში ნულია, განათლებაში ნულია და ისეთ ბრიყვულ განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკაშიც ნულია მისი ფასი. მოკლედ, სააკაშვილი არის პუტინის იმიჯმეიკერი და პიარშიკი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტს ამაღლებს! ნამდვილად არ აქვს პუტინს იმის ძალა, რომ უძლიერესი არმიისა და სპეცსამსახურების პატრონ NATO-ს წევრ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები მოაწყოს! პუტინს შეუძლია, ქურთები გააძლიეროს, თურქეთის მემარცხენე ტიპის ორგანიზაცია გააძლიეროს, მაგრამ რაც მოხდა, იმას პუტინი ვერ გააკეთებდა. ამდენად, სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ერდოღანს გადატრიალება, თურმე, პუტინმა მოუწყო, არის გონებაშეზღუდული და ბრიყვი კაცის ნალაყბევი და სხვა არაფერი... ასეთ კრეტინსა და უმეცარს რომ თავზე დაისვამ, ამის შემდეგ ჩვენ ერი ვართ და ხალხი გვქვია?! მოკლედ, თურქეთს ქარიშხალმა გადაუარა და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ტიპის ქარიშხალმა რუსეთსაც გადაუაროს, მაგრამ ეს არ იქნება სამხედრო გადატრიალება!" - განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.