logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მმართველი გუნდი დათანხმდა ახალ გამოწვევაზე - ნაცპარტიული ტელევიზიები vs ხელისუფლების წარმომადგენლები
- +

15 ივნისი. 2021. 12:25

 

,,დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები მათთან დაპირისპირებულ ტელესადგურებზე ხომ რუტინული მოვლენაა? დიახ, ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - დემოკრატიულ სამყაროში უწყვეტი, დესტრუქციული ტელედეზინფორმაცია მიუღებელია, ვერ ხარობს“, - ესე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,მთავარ არხზე’’ ირაკლი კობახიძის ეთერს.

 

მისი თქმით, გასაგებია რომ საუბრის  ერთ-ერთი მთავარი თემა, მმართველი გუნდიდან მოულოდნელად და დღემდე გაუგებარი მიზეზით  წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის იქნებოდა.

 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კობახიძემ კარგად განმარტა, ის რომ  კრიტიკული შეკითხვები გახარიას  მიმართ ადრეც არსებობდა, თუმცა ღალატი 2021 წლის 17-18 თებერვალს უკავშირდება. ანალიტიკოსი გახარიას მომხრეებსაც პასუხობს, და ამბობს, რომ კობახიძის მისვლამ "მთავარზე" გახარიას მხარდამჭერთა ერთ ნაწილში გამოიწვია ტრაგიკომიკური აღქმა, თუმცა იტოვებს ვარაუდს, რომ "საქართველოსთვის" ოფიციალური წარმომადგენლები ამ ოქსიმორონს არ გაიმეორებენ როგორც იმას, რომ ივანიშვილმა 7 ივნისის წერილი "ზეწოლის ქვეშ" დაწერა.

 

,,მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ერთ-ერთ უმთავრეს მავნებელ ტელეარხზე, "მთავარზე" მომეწონა და იმედია, ასეთი კორექტულად მწვავე Q&A გაგრძელდება "მთავარზეც" და "ტვ პირველზეც". რატომ არის ეს ჩვენ რეალობაში უჩვეულო და გასაკვირი? დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები მათთან დაპირისპირებულ ტელესადგურებზე ხომ რუტინული მოვლენაა? დიახ, ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - დემოკრატიულ სამყაროში უწყვეტი, დესტრუქციული ტელედეზინფორმაცია მიუღებელია, ვერ ხარობს. აქ კი მმართველი გუნდი დათანხმდა ახალ გამოწვევაზე - ნაცპარტიული ტელევიზიები vs ხელისუფლების წარმომადგენლები. ბუნებრივია, საუბრის ერთ-ერთი მთავარი იქნებოდა მმართველი გუნდიდან მოულოდნელად და დღემდე გაუგებრად წასული პრემიერ-მინისტრის თემა, რაზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა - გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები მანამდეც არსებობდა, ხოლო ღალატი 2021 წლის 17-18 თებერვალს უკავშირდება. გახარიას ჰქონდა მძიმე მდგომარეობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მისი იმიჯი რომ შემოტრიალებულიყო, - თქვა კობახიძემ. კობახიძის მისვლამ "მთავარზე" გახარიას მხარდამჭერთა ერთ ნაწილში გამოიწვია ტრაგიკომიკური აღქმა - თუ "ქართული ოცნების" ლიდერი მივიდა "გლავკანალზე" ე.ი. მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი გარდაუვალია.

 

იმედია, რომ საჯარო გამოსვლებში "საქართველოსთვის" ოფიციალური წარმომადგენლები ამ ოქსიმორონს არ გაიმეორებენ როგორც იმას, რომ ივანიშვილმა 7 ივნისის წერილი "ზეწოლის ქვეშ" დაწერა. გახარიას "ტვ პირველზე" მისვლის "გაპრავება" იმით, რომ აგერ ირაკლი კობახიძეც მივიდა ნაცების სხვა ტელეარხზე, ასევე ალოგიკურია. გახარიას როგორც ახალი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დებიუტი იყო "ტვ პირველის" თოქ-შოუში, ხოლო კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერად იანვარში აირჩიეს. არ მაქვს ილუზია, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელეარხებზე მმართველი გუნდის ინტერვიუებით საზოგადოებაში პოლარიზაციის დონე დაიწევს [რომელ დემოკრატიულ ქვეყნებშია დაწეული რომ?]. თუმცა, "ქართული ოცნებისადმი" ანტიპათიურად განწყობილი ტელემაყურებლისთვის, რომელიც საერთოდ არ უყურებს სხვა არხებს, ნაცტელევიზიების გარდა, გარკვეული მრავალფეროვნება იქნება. ასევე საინტერესოა ეს ახალი ფორმატები ფართო საზოგადოებისთვის. ყოველთვის ვემხრობი უმწვავეს დისკუსიებს ეპატაჟების გარეშე! წინ არაერთი საინტერესო რაუნდი გველის...’’ - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner