„ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივ ფილიალში, პოლიტიკური დახვეწილობის მასტერკლასი ჩაატარა“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს.
მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა საკითხზე არგუმენტირებული და გაწონასწორებული მსჯელობა მოვისმინეთ, რაც ქართულ მედია რეალობაში ძალიან იშვიათია.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია ხელისუფლების ხმის ოპოზიციურ არხებზე გაჟღერება. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი ისმენდეს განსხვავებულ აზრს და არა იმ მოდელირებულ რეალობას, რასაც პარტიული ტელევიზიები საზოგადოებას სთავაზობენ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ეთერს, დღეს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივ ფილიალში, პოლიტიკური დახვეწილობის მასტერკლასი ჩაატარა. პრაქტიკულად ყველა საკითხზე არგუმენტირებული და გაწონასწორებული მსჯელობა მოვისმინეთ, რაც, სხვათა შორის, ქართულ მედია რეალობაში ძალიან იშვიათია. ზოგადად, ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და არასასურველი მეტოქეა. ამას ადასტურებს ახლად გამოჩეკილი თუ სტაჟიანი ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ ზღვარგადასული აგრესია. აქ მარტივი ლოგიკაა, ლანძღავენ, ურტყამენ და მის დისკრედიტაციას ცდილობენ იმ მიზნით, რომ რამენაირად დაასუსტონ. თუმცა, არ გამოდის - არაადეკვატური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ისტერია მხოლოდ ირაკლი კობახიძის სასარგებლოდ მუშაობს და მას მხოლოდ აძლიერებს. P.S. - ასე რომ, ზუსტად ირაკლი კობახიძე იქნება ისევ ის კაცი, რომელიც ისეთივე წარმატებით მოგიგებთ ამ არჩევნებსაც, როგორც ყველა წინა შემთხვევებში აკეთებდა“ - წერს ანდრია გვიდიანი facebook-ზე.