logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს
- +

15 ივნისი. 2021. 12:56

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს.

 

„ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს. პრეზიდენტი ბაიდენის მადლობელი ვარ. ჩვენ ამ თემაზე ღიად ვისაუბრეთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

14 ივნისს ნატოს სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმების კურსს, რათა ნატოს წევრებთან თავსებადობის სტანდარტებს უფრო მეტად შეესაბამებოდეს.

 

„გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უკრაინის როლი შესაბამისად უნდა შეფასდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner