„თუ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია კვლავ იქნება ქართველი ხალხის, ხელისუფლების სურვილი, მაშინ ამ მხრივ თურქეთის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
NATO-ს წევრი ქვეყანა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარება. თუ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია კვლავ იქნება ქართველი ხალხის, ხელისუფლების სურვილი, მაშინ ამ მხრივ თურქეთის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. თურქეთისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ის NATO-ს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.