logo_geo
eng_logo
ფატმა ჯერენ იაზგანი: ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს
- +

15 ივნისი. 2021. 14:35

 

„A ტიპის პროტოკოლით დახვედრისა და ცერემონიალის განსაკუთრებულობის მიზეზი რეგიონში მომხდარი კონფლიქტის (ყარაბაღის მოვლენები) შემდეგ და პანდემიის დროს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მნიშვნელობის წარმოჩენა იყო“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ განაცხდა, რითიც გამოეხმაურა თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს.

 

„A ტიპის პროტოკოლით დახვედრისა და ცერემონიალის განსაკუთრებულობის მიზეზი რეგიონში მომხდარი კონფლიქტის (ყარაბაღის მოვლენები) შემდეგ და პანდემიის დროს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მნიშვნელობის წარმოჩენა იყო. ეს არ არის არც „მეტი თურქეთი“ და არც „მეტი ნატო“ საქართველოში, ეს ჩვენი კეთილმეზობლობის მნიშვნელობას გამოხატავს.

 

ბატონი პრეზიდენტი და ყველა უწყება შეთანხმდნენ, რომ დიახ, მეგობარ საქართველოს ასე გამორჩეულად უნდა დავხვედროდით. პანდემიამ მთელ მსოფლიოში თავისი კონიუნქტურა შექმნა. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ რეგიონში მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან ძალიან მტკიცე კავშირი უნდა ჰქონდეთ! – ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, გამოკვეთილია უსაფრთხოების პრობლემებიც იქნება ეს შავი და კასპიის ზღვების აუზი თუ შუა აზია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner