logo_geo
eng_logo
ფატმა ჯერენ იაზგანი: საქართველო რეგიონში არის გასაღები!
- +

15 ივნისი. 2021. 14:36

 

„ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ყოველთვის შევახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ჩვენი პოზიციები თანხვდება ერთმანეთს...“ - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა „ექვსთა პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა: „საქართველო რეგიონში არის გასაღები!“ თუმცა დასძინა, თუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართვე ლო სამმხრივ ფორმატს შექმნიან, თურქეთი მზად არის, ამას მხარი დაუჭიროსო.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ძველ და ტრადიციულ რეგიონში. გეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში სრულიად ახალი ვერაფერი შეიქმნება. ჩვენი მიზანია უკეთესი თანამშრომლობის მოდელის შექმნა. საქართველოს ომის შემდგომ სტაბილურობის მაძიებელი ქვეყანაა, ისევე, როგორც თურქეთი, ამიტომ

 

ჩვენს მიმართ ინტერესი დიდია. ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ყოველთვის შევახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ჩვენი პოზიციები თანხვდება ერთმანეთს... ისინი, ვისაც მიზანში აქვს ამოღებული საქართველო თურქეთის ურთიერთობა, ამას სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ,“ - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner