ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„უკვე მარაზმში გადადის გავრილოვის "სპიკერის" სკამში ჩაჯდომის თემა. ვკითხულობ პოსტებს, კომენტარებს, მაკვირვებთ...
როცა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიებმა მოტყუებით მიიყვანეს ხალხი, თითქოს საქართველოს პარლამენტის სხდომა წაიყვანა რუსულად და არა ასამბლეის, ეს ერთი მავნებლობა იყო (ნახეთ იმ დღის რ2-ს კურიერი. თუ არ გაქვთ, მოგაწვდით).
ახლა, სანამ უნდა იძახოთ გამსახურდიას ან კობახიძის სკამში ჩასვესო?! „ენმ“ გაჩუმდა, სანიკიძეს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ სხვები იხილავენ სოცქსელში?!
კიდევ ვინმე რომ ამხტარიყო და მესამე სკამიც ჩაედგათ (არის ადგილი), ბურჯანაძის სკამი იქნებოდა, გოგუაძის თუ ბაქრაძის?
კარგად გაადიდეთ ფოტო და მიხვდებით ვინ ზის სპიკერის სკამში და ვინ მერე მიტანილში?!
ათასჯერ მაქვს ნათქვამი და დაწერილი, რომ ვისაც გავრილოვის საჯდომით პარლამენტის წაბილწვა მართლა ადარდებდა, მაშინ ახმაურდებოდა, როცა ხალხის მიერ არჩეული რომელიღაც დეპუტატის სავარძელში ჩადო და არ დაელოდებოდა საიდანღაც გამოტანილ სავარძელში გადასვენებას.
იმ დღეს და შემდგომშიც ვთქვი ინტერვიუებში, აქაც დავწერე, რომ სჯობდა სხვაგან ჩაეტარებინათ. იმის გამო კი არა, რომ პარლამენტში ჩატარებით ქვეყანა დაინგრა, არა, პოლიტიკური სპეკულანტებით რომაა ქვეყანა სავსე, ამიტომ.
ქვეყანა რომ ადარდებდეთ ამ "პოლიტელიტას" და მათ ფანებს, სხვაგვარად მოიქცეოდნენ. ამ ასამბლეის ჩამოსვლას რევოლუციისთვის კი არ გამოიყენებდნენ, მართლმადიდებელი ქვეყნების თანდასწრებით რუს "მართლმადიდებელ" დეპუტატს დაახურავდნენ თავზე მართლმადიდებელი რუსეთის პოლიტიკის გამო. დასრულების შემდეგ მოუბრუნდებიდნენ ხელისუფლებას, თუ რაიმე შეეშალა, მოსთხოვდნენ პასუხს. იქნებოდნენ ცამდე მართლები.
"ამოსერჩეთ", წინა დღით ასამბლეისათვის მიმართვა, როცა 5 წუთის მანძილზე მთავარი ადრესატი რუსეთი იყო, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასეთ აგრესიას არ უნდა იჩენდეს მართლმადიდებელი საქართველოს მიმართ. მოუსმინეთ ყურადღებით. ეს უნდა ყოფილიყო თემა. ამის ნაცვლად მეორე დღეს ის მოხდა, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდა.
ვიმეორებ, გაცილებით მომგებიან პოზიციაში იქნებოდა ოპოზიცია, გავრილოვი, სანამ ტრიბუნაზე ავარდებოდა, დარბაზში რომ მივარდნილიყავით და დეპუტატის სავარძლიდან აგეყენებინათ, ძიძგილაობის და სპექტაკლების გარეშე მოგეთხოვათ დარბაზიდან გაყვანა.
ე.ი. ხალხის მიერ არჩეული დეპუტატის სავარძელში ჩაჯდომა მისაღები იყო, ხოლო სპიკერის გვერდით მიდგმულ სკამში გადაჯდომა მიუღებელი? თუ საპროტესტო მუხტის ასაწევად დეპუტატის "კრესლო" არ იყო საკმარისი?
თუმცა, იმ პარტიის პროტესტი რატომ უნდა დავიჯერო, რომელიც 2012 წელს, არჩევნების წინ, რუსეთს დიალოგს სთავაზობდა წინა პირობების გარეშე, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე?! წააგეს არჩევნები და 2013-14 წლებში წიოკი ატეხეს მარგველაშვილი ან ღარიბაშვილი ოკუპანტს პარტნიორების გარეშე არ უნდა ელაპარაკონო. ე.ი. მათთვის შეიძლებოდა, მათ გარეშე არა.
2019-ში გავრილოვის თემა რისთვის გამოიყენეს და რაც ჰქონდათ მიზნად, გამოჩნდა. რა ეკონომიკური ზიანი და პოლიტიკური რყევები გამოიწვია, ალბათ ესეც იგრძენით. ახლა რომ აგრძელებთ "სპიკერის სკამის" თემის განიხილავს, ეს რას ემსახურება, შიდა პოლიტიკურ მიზნებს?!
რა მნიშვნელობა აქვს ამ თემით „ენმ“ ისპეკულირებს თუ სხვები გადაიბარებენ ესტაფეტას?
სანამ საპირისპირო კომენტარს დაწერთ, ერთხელ კიდევ გადაიკითხეთ...“ - წერს ამირან სალუქვაძე.