logo_geo
eng_logo
საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

18 ივლისი. 2016. 17:46


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის შეხვედრა გაიმართა.


დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ჩადებულია მუხლი, რომელიც მხოლოდ საქართველოს იურისდიქციით დაფუძნებული კომპანიების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსებული კომპანიებთან ურთიერთობას  გამორიცხავს.


მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, სექტემბერში, სლოვენიის ბიზნესდელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში და ბიზნესფორუმის ორგანიზება.


შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სლოვენიური კომპანიები, რომლებისთვისაც დაგეგმილია ინდივიდუალური ვიზიტები საქართველოში, როგორც საინვესტიციო კლიმატის გაცნობის მიზნით, ასევე ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner