„როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი საბჭოეთის დროს ოკუპაციის პრობლემას შეეჯახა, ამიტომ ორივე მხარე გაგებით უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას და წინ ერთობლივი ინტერესები დააყენოს“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი ერი, ორი სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენი საქმე გაქვს, მე - ჩემი. შენ შენს სახლში ხარ, მე ჩემსაში.
ზემოთ ვახსენე, რომ ვიღაცეებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და ამისთვის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ემუქრება შესაძლოა, ამ ურთიერთობის გაფუჭებაც სცადონ. თუ ჩვენ საფრთხე დავინახეთ, ორივე მოძმე ქვეყანას გავაფრთხილებთ...
ყველა ქვეყანას შორის არის შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა ამან არ უნდა იმოქმედოს ურთიერთობის საერთო საფუძველზე. როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი საბჭოეთის დროს ოკუპაციის პრობლემას შეეჯახა, ამიტომ ორივე მხარე გაგებით უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას და წინ ერთობლივი ინტერესები დააყენოს. ამ საკითხზე ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა და, დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მიაღწევენ, თუ გარედან არავინ ჩაერია...“ - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.