logo_geo
eng_logo
ფატმა ჯერენ იაზგანმა: თურქეთსა და საქართველოს დიდგორობის აღნიშვნა ერთად შეუძლიათ
- +

15 ივნისი. 2021. 15:34

 

„ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვიხსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვიზამთ?“ - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ.

 

დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღე სასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? ქვეყნის გამთლიანება.

 

ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვიხსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვიზამთ?“ - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner