logo_geo
eng_logo
ირინა გაბიანის პერსონალური გამოფენა - „გახსნილი სამყარო“
- +

18 ივლისი. 2016. 17:48



ლუქსემბურგში მოღვაწე ქართველი არტისტის ირინა გაბიანის პერსონალური გამოფენა - „გახსნილი სამყარო" 19 ივლისს, 18 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები. როგორც ,,სითი კვირას" მუზეუმში განუცხადეს, არტისტის ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით. არტისტის აზრით, კაცობრიობა იმ უნიკალური სისტემის ნაწილია, რომელიც უამრავი ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენისგან შედგება. ირინა გაბიანი ცდილობს, თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, კონცეპტუალურად, მთლიანად ამ თემას შეეხება.


ირინა გაბიანს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო. ირინა გაბიანი ვიზუალური არტისტია, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. მუშაობს გრაფიკაში, ქმნის როგორც ორგანზომილებიან ნამუშევრებს, ისე ინსტალაციებს, ქანდაკებას, ვიდეოარტს, პერფორმანსს და ფოტოს.


გამოფენა ,,გახსნილი სამყარო" 30 ივლისამდე გაგრძელდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner