„მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“ ამ მიდგომის ერთგული ვრჩებით და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ“, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-ში გაწევრებას, მაგრამ მოკავშირეები საჯაროდ და ყველას გასაგონად იმეორებენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი! რა თქმა უნდა, გულუბრყვილო არავინაა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ასე აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომ მას ჯარები ჰყავს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ეს საქმეს არ გვიადვილებს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ამის გამო გავჩერდებით და საქართველოზე ხელს ავიღებთ. „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“ ამ მიდგომის ერთგული ვრჩებით და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.