ბოლნისში 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით,