logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ჯო ბაიდენს შეხვდა
- +

15 ივნისი. 2021. 17:57

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

 

„ევროკავშირი და აშშ ხანგრძლივ ისტორიას იზიარებენ. ჩვენ გასული საუკუნის დიდი ნაწილი ჩამოვაყალიბეთ. ახლა დროა, ჩამოვაყალიბოთ ეს საუკუნე ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე დაყრდნობით. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი უცხოური ვიზიტი ევროპაში განხორციელდა. ეს ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირის ძლიერი სიმბოლოა“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ესწრება. ევროკავშირის მხრიდან სამიტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებიან.

 

მხარეები შემდეგ საკითხებს განიხილავენ: გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკური აღდგენა, კლიმატის კრიზისის მოგვარება, ციფრული და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება, დემოკრატიის გაძლიერება და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები.

 

სამიტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner