logo_geo
eng_logo
ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი მიიღებს
- +

15 ივნისი. 2021. 18:00

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

 

დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner