აშშ და ევროკავშირის მოუწოდებენ თურქეთს, დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი ხაზს უსვამს თურქეთში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
„თურქეთი პატივს უნდა სცემდეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუ იქ სიკვდილით დასჯა მოქმედებს", - დასძინა მოგერინიმ.