საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.
„არ ველოდები არანაირ ცვლილებებს და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია, ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ მუდმივად საზოგადოება ისტერიაში რატომ უნდა ამყოფო, არ მესმის. არავითარი ცვლილება არ იგეგმება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი მინისტრი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს გადაწყვეტილებას 2016 წლის არჩევნებზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.